თბილისში, რუსთაველის გამზირზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავს დაესხნენ, სცემეს და ტელეფონი წაართვეს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელები არასრულწლოვნები იყვნენ.
ამ დროისთვის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.